სომხური ქადა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დესერტია. მართალია მისი მომზადების პროცესი ხანგრძლივი და დამღლელია, მაგრამ თუ ცხობა გიყვართ სცადეთ, აუცილებლად მოგეწონებათ.

სომხური ქადა
ინგრედიენტები:
ცომი
- 6 ჭიქა ფქვილი
- 500 გ კარაქი
- 500 მლ მაწონი ან იოგურტი
- 1 ჩ.კ. სოდა
შიგთავსი
- 1 ჭიქა ფქვილი
- 1 ჭიქა შაქარი
- 50 გ კარაქი
- 2 გ შაქრიანი ვანილი
ზემოდან გადასასმელად
- 2 კვერცხის გული
- 1 ს.კ. მაწონი ან იოგურტი
მომზადება:
- ფქვილი და დარბილებული კარაქი დააჩოპერეთ ან დანით კარგად აკეპეთ. სოდა გახსენით მაწონში და დაუმატეთ, მოზილეთ ცომი. შემდეგ ცომი გადაიტანეთ თასში, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დაასვენეთ 1 საათი.
- ამასობაში მოვამზადოთ გულსართი. ფქვილი, შაქარი, ვანილი და გამდნარი კარაქი კარგად ავურიოთ და დავდგათ ცეცხლზე, მოვშუშოთ.
- ცომი გავყოთ რამდენიმე ნაწილად, გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ გულსართი, გადავახვიოთ და დავჭრათ ფიგურული დანით სასურველ ზომებად, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და მაწონი. გამოვაცხოთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ზედა-ქვედა წვით, დასჭირდება 30 წუთი.გემრიელად მიირთვით!
