ფქვილი და დარბილებული კარაქი დააჩოპერეთ ან დანით კარგად აკეპეთ. სოდა გახსენით მაწონში და დაუმატეთ, მოზილეთ ცომი. შემდეგ ცომი გადაიტანეთ თასში, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დაასვენეთ 1 საათი.
ამასობაში მოვამზადოთ გულსართი. ფქვილი, შაქარი, ვანილი და გამდნარი კარაქი კარგად ავურიოთ და დავდგათ ცეცხლზე, მოვშუშოთ.
ცომი გავყოთ რამდენიმე ნაწილად, გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ გულსართი, გადავახვიოთ და დავჭრათ ფიგურული დანით სასურველ ზომებად, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და მაწონი. გამოვაცხოთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ზედა-ქვედა წვით, დასჭირდება 30 წუთი.გემრიელად მიირთვით!