ეს სალათი არის სრულიად განსხვავებული და უგემრიელესი. სოუსში რძის დამატება ცოტა მაშინებდა, მაგრამ მაინც დავამატე და სწორადაც მოვიქეცი. თითოეულმა დეტალმა ახალი, ძალიან კარგი გემო შექმნა. მომზადება საკმაოდ მარტივია და ნახევარი საათიც საკმარისია იმისათვის, რომ გემრიელი სადილი მზად გქონდეთ.

მაკარონის, ქათმისა და ბოსტნეულის სალათა
ინგრედიენტები:
- 250 გ პასტა
- 2 ქათმის ფილე
- 1 სტაფილო
- 1 წითელი ბულგარული წიწაკა
- 10 ზეთისხილი
- 4 კიტრის მწნილი
- 4-5 მწვანე ხახვი
სოუსისთვის
- 125 მლ მაიონეზი
- 5 ს.კ. რძე
- 1 ს.კ. ვაშლის ძმარი
- 2 ს.კ. შაქარი
- გემოვნებით მარილი & პილპილი
მომზადება:
- მაკარონი ადუღებულ მალირიან წყალში მოხარშეთ, შემდეგ გაავლეთ ცივი წყალი და მოათავსეთ ჯამში.
- ქათმის ფილეც მოხარშეთ და გააგრილეთ.
- სოუსის ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს და მოასხით მაკარონს, კარგად აურიეთ.
- სტაფილო გახეხეთ, ბულგარული, კიტრის მწნილი, მწვანე ხახვი და ზეთისხილი კუბიკებად დაჭერით. მოხარშული ქათმის ფილე დაანაწევრეთ ხელით.
- მაკარონს დაუმატეთ ქათმის ფილე და დაჭრილი ბოსტნეული, აურიეთ და სალათიც მზადაა.გემრიელად მიირთვით!
