მაკარონი ადუღებულ მალირიან წყალში მოხარშეთ, შემდეგ გაავლეთ ცივი წყალი და მოათავსეთ ჯამში.
ქათმის ფილეც მოხარშეთ და გააგრილეთ.
სოუსის ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს და მოასხით მაკარონს, კარგად აურიეთ.
სტაფილო გახეხეთ, ბულგარული, კიტრის მწნილი, მწვანე ხახვი და ზეთისხილი კუბიკებად დაჭერით. მოხარშული ქათმის ფილე დაანაწევრეთ ხელით.
მაკარონს დაუმატეთ ქათმის ფილე და დაჭრილი ბოსტნეული, აურიეთ და სალათიც მზადაა.გემრიელად მიირთვით!