ეს არის ძალიან მარტივი და გემრიელი კერძი, რომელიც ძალიან უხდება მოხარშულ ბრინჯს. არაჩვეულებრივი არჩევანია სადილისთვის, განსაკუთრებით მარხვის პერიოდში.

ბოსტნეული ტერიაკის სოუსით
ინგრედიენტები:
- 900 გ ყვავილოვანი კომბოსტო
- 2 წითელი ბულგარული წიწაკა
- 2 ხახვი
- 4 კბილი ნიორი
- 2 პომიდორი
- 2 მწვანე ბულგარული წიწაკა
- 230 გ ტერიაკის სოუსი
- 1 კონა ოხრახუში
- გემოვნებით მარილი & პილპილი
- 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
მომზადება:
- ხახვი და ნიორი წვრილად, ბულგარული წიწაკები (თესლგამოცლილი) ჟულიენებად დაჭერით. ყვავილოვან კომბოსტოს თავები დააცალკევეთ და მოწალეთ – ადუღებულ წყალში ჩაყარეთ და 5-7 წთ გააჩერეთ.
- ზეთდასხმულ გაცხელებულ ტაფაზე მოთუშეთ ხახვი, როცა კარამელიზირდება, დაუმატეთ ნიორი და 1-2 წთ-ში ბულგარული წიწაკა. განაგრძეთ მოთუშვა, 3-4 წუთში მოწალული ყვავილოვანი კომბოსტოც დაუმატეთ. კარგად ამოურიეთ.
- როცა ბოსტნეული დარბილდება, დაუმატეთ კანგაცლილი, პატარა ზომებად დაჭრილი პომიდორი და ტერიაკის სოუსი. რამდენიმე წუთის შემდეგ კი წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი და პილპილი. კარგად ამოურიეთ და 1-2 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან.გემრიელად მიირთვით!