დღეს გიზიარებთ ძალიან მარტივი, სწრაფი და გემრიელი სადილის რეცეპტს იტალიური სამზარეულოდან.
პასტა პუტანესკა
ინგრედიენტები:
- 60 მლ ზეითუნის ზეთი
- 4 კბილი ნიორი
- 800 გ კანგაცლილი პომიდორი
- 1/2 ჭიქა ზეთისხილი
- 1/4 ჭიქა კაპერსი
- 1/2 ჩ.კ. წითელი დაღერღილი წიწაკა
- გემოვნებით მარილი
- 500 გ სპაგეტი
მომზადება:
ღრმა ტაფაში გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და მოშუშეთ 1 წუთი. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი, ზეთისხილი, კაპერსი და დაღერღილი წიწაკა. ამოურიეთ. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი. ამასობაში მოხარშეთ სპაგეტი შეფუთვაზე დატანილი ინსტრუქციის მიხედვით. მოხარშულ სპაგეტს გადაუწურეთ წყალი და დაუმატეთ მომზადებულ სოუსს. კარგად ამოურიეთ. სევირებისას შეგიძლიათ მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.გემრიელად მიირთვით!
ავტორი
მედეა ჩუბინიძე
გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.
