დღეს ძალიან მარტივი რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ, წვეულების მენიუსთვის არაჩვეულებრივია. ჩედარის ყველის შეცვლა შეგიძლიათ, თუმცა ის განსაკუთრებულად გემრიელს ხდის კარტოფილს. გირჩევთ პატარა ზომის კარტოფილები გამოიყენოთ, რადგან უფრო მარტივი იქნება მისი მირთმევა.
გამომცხვარი კარტოფილი ჩედარით
ინგრედიენტები:
- 15 პატარა კარტოფილი
- 100 გ კარაქი
- 180 გ ჩედარი
- გემოვნებით მარილი
- გემოვნებით ორეგანო
მომზადება:
კარტოფილი ძალიან კარგად გარეცხეთ, გამოიყენეთ ხორკლიან ზედაპირიანი ღრუბელი, რათა კანი კარგად გასუფთავდეს. გარეცხილი კარტოფილი გააშრეთ და დასერეთ, ისე, რომ ძირი არ გაჭრათ. მოაყარეთ მარილი, ორეგანო და 3-4 ადგილას ჩაუდეთ თხლად დაჭრილი ჩედარი და კარაქი. ჩედარის ნაჭრები თავზე დასადებადაც შეინახეთ. საცხობ ფორმაზე დააფინეთ ფოლგა, წაუსვით ზეთი და დაალაგეთ კარტოფილები. ზემოდან გადააფარეთ ასევე ფოლგა და შედგით 240 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 30 წუთის გასვლის შემდეგ ფოლგა მოხსენით, კარტოფილებს დაალაგეთ დარჩენილი ჩედარის ნაჭრები და კვლავ აცხვეთ იქამდე სანამ კარტოფილი არ მომზადდება.გემრიელად მიირთვით!
ავტორი
მედეა ჩუბინიძე
გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.

