Go Back

გამომცხვარი კარტოფილი ჩედარით

Total Time 50 minutes
Servings 15

Ingredients

  • 15 პატარა კარტოფილი
  • 100 კარაქი
  • 180 ჩედარი
  • გემოვნებით მარილი
  • გემოვნებით ორეგანო

Instructions 

  • კარტოფილი ძალიან კარგად გარეცხეთ, გამოიყენეთ ხორკლიან ზედაპირიანი ღრუბელი, რათა კანი კარგად გასუფთავდეს. გარეცხილი კარტოფილი გააშრეთ და დასერეთ, ისე, რომ ძირი არ გაჭრათ.
  • მოაყარეთ მარილი, ორეგანო და 3-4 ადგილას ჩაუდეთ თხლად დაჭრილი ჩედარი და კარაქი. ჩედარის ნაჭრები თავზე დასადებადაც შეინახეთ.
  • საცხობ ფორმაზე დააფინეთ ფოლგა, წაუსვით ზეთი და დაალაგეთ კარტოფილები. ზემოდან გადააფარეთ ასევე ფოლგა და შედგით 240 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 30 წუთის გასვლის შემდეგ ფოლგა მოხსენით, კარტოფილებს დაალაგეთ დარჩენილი ჩედარის ნაჭრები და კვლავ აცხვეთ იქამდე სანამ კარტოფილი არ მომზადდება.
    გემრიელად მიირთვით!
Course: აპეტაიზერი