ეს ტარტი ძალიან უხდება შემოდგომასა და ზამთარს, თუმცა მისი მომზადება წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ძალიან არომატული და გემრიელი. მომზადება კი მარტივი და ცოტა დროს მოითხოვს.
ფხვიერი ფენა: ფქვილი და შაქარი ერთმანეთში ავურიოთ, დავუმატოთ დარბილებული კარაქი და ხელით ავსრისოთ, შემდეგ დავამატოთ კვერცხის გულები. შესაძლებელია 1 კოვზი წყლის დამატებაც დაგვჭირდეს. ცომი უნდა შეიკრას, არ უნდა გახდეს ერთგვაროვანი. ცომი გავაბრტყელოთ და ჩავდოთ ტარტის ფორმაში,( შეიძლება ტორტის გვერდებმოსახსნელიანი ფორმაც გამოვიყენოთ.) და შევდგათ მაცივარში 30 წუთით.
ვაშლი გავთალოთ, დავჭრათ კუბებად და ცომზე დავალაგოთ, მოვაყაროთ დარიჩინი, შაქარი და ლიმონის ცედრა (შეგიძლიათ ფორთოხლის ცედრაც გამოიყენოთ). ტარტი შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 30 წუთით.
ამასობაში მოვამზადოთ ბეზე- კვერცხის ცილა ავთქვიფოთ, ღრუბლისებრ მასას რომ მივიღებთ, შევათქვიფოთ შაქარი და შაქრიანი ვანილი. განვაგრძოთ თქვეფა პრიალა, მყარი ბეზეს მიღებამდე.
გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.