Go Back

ვაშლის ტარტი ბეზეთი

Equipment

  • ტარტის ფორმა28 სმ

Ingredients

ფხვიერი ფენა:

  • 200 ფქვილი
  • 100 კარაქი
  • 3 დიდი კვერცხის გული
  • 50 შაქარი
  • 1 ს.კ. ცივი წყალი

Filling:

  • 6 ვაშლი
  • 2-3 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
  • 1-1.5 ს.კ. საფანელი

Meringue

  • 3 დიდი კვერცხის ცილა
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 2 შაქრიანი ვანილი

Instructions 

  • ფხვიერი ფენა: ფქვილი და შაქარი ერთმანეთში ავურიოთ, დავუმატოთ დარბილებული კარაქი და ხელით ავსრისოთ, შემდეგ დავამატოთ კვერცხის გულები. შესაძლებელია 1 კოვზი წყლის დამატებაც დაგვჭირდეს. ცომი უნდა შეიკრას, არ უნდა გახდეს ერთგვაროვანი. ცომი გავაბრტყელოთ და ჩავდოთ ტარტის ფორმაში,( შეიძლება ტორტის გვერდებმოსახსნელიანი ფორმაც გამოვიყენოთ.) და შევდგათ მაცივარში 30 წუთით.
  • ვაშლი გავთალოთ, დავჭრათ კუბებად და ცომზე დავალაგოთ, მოვაყაროთ დარიჩინი, შაქარი და ლიმონის ცედრა (შეგიძლიათ ფორთოხლის ცედრაც გამოიყენოთ). ტარტი შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 30 წუთით.
  • ამასობაში მოვამზადოთ ბეზე- კვერცხის ცილა ავთქვიფოთ, ღრუბლისებრ მასას რომ მივიღებთ, შევათქვიფოთ შაქარი და შაქრიანი ვანილი. განვაგრძოთ თქვეფა პრიალა, მყარი ბეზეს მიღებამდე.
  • მომზადებული ბეზე გავანაწილოთ ტარტზე და განვაგრძოთ ცხობა 15 წუთით. მიირთვით თბილი.
    გემრიელად მიირთვით!
Course: დესერტი
Keyword: apple, dessert, meringue, tart