ალბათ რამდენჯერ ყოფილა, რომ რამე ტკბილი და გემრიელი მოგდომებიათ. სახლში არაფერი ყოფილა, არც იმდენი ინგრედიენტი გქონიათ რომ რამე გაგეკეთებინათ. ანდაც დაგზარებიათ. ეს პეჩენია უგემრიელესია, რბილი და არომატული, სჭირდება ისეთი მასალა, რომელიც სახლში ყოველთვის მოგვეპოვება და მომზადებასაც მაქსიმუმ 1 საათი სჭირდება.

ვეგანური/სამარხვო ორცხობილები

ინგრედიენტები:

  • 12 ს.კ. წყალი
  • 6 ს.კ. შაქარი
  • 12 ს.კ. ჯემი
  • 12 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1.5 ჩ.კ. სოდა
  • 1.5 ს.კ. ძმარი
  • ფქვილი

მომზადება: 

  • წყალში გახსენით შაქარი, დაამატეთ ჯემი, მე შინდის ჯემი გამოვიყენე, ძალიან კარგ არომატს სძენს, კარგად აურიეთ. ერთიან მასას რომ მიიღებთ დაამატეთ ზეთი და კარგად შეურიეთ. სოდა ძმარში გახსენით და დაამატეთ და აურიეთ, ცომი რომ "აქაფდება" დაუმატეთ ცოდაოდენი ვანილი.
  • შემდეგ შეაზილეთ ფქვილი. არაჟნის სისქის მასას რომ მიიღებთ, ცომი კოვზით გაანაწილეთ ფქვილმოყრილ საცხობ ტაფაზე.
  • გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსამდე და აცხვეთ ორცხობილები 15-20 წთ.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: cookies, Dessert
თეგები: cookies, simplecake, vegan
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.

trusted Canadian online casinos best online casino sites Canada safe online casinos for Canadian players best real money casino Canada best mobile casino Canada