
Pea & Mint Soup
ინგრედიენტები:
- 6 კარტოფილი საშუალო ზომის
- 350 გრამი მწვანე ბარდა
- 6 პიტნა ფოთლები
- 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ხახვი
- 3 მიხაკი ნიორი
- 1.5 ლიტრი წყალი
- მარილი & პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- გაცხელებულ ქვაბში ჩაასხით ზეთი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ 3-4 წუთით, შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და კარგად ამოურიეთ.
- 1 წუთში დაუმატეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, მოაყარეთ მარილი & პილპილი, კარგად ამოურიეთ.
- დაუმატეთ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი.
- როგორც კი კარტოფილი დარბილდება, დაუმატეთ მწვანე ბარდა და პიტნის ფოთლები, წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
- ხელის ბლენდერით აქციეთ ერთიან კრემისებურ მასად.
- ბოლოს გემოვნებით დაუმატეთ მარილი & პილპილი.
- სერვირებისას შეგიძლიათ დაუმატოთ გაწურული მაწონი და პიტნის ფოთლები.გემრიელად მიირთვით!
