რამდენიმე დღეა უკვე სასიამოვნოდ დათბა, უკვე დროა გადავიდეთ გამაგრილებელ სასმელებზე. მარკეტებში გაზიანი სასმელების ფართო არჩევანია, მაგრამ სახლში დამზადებულ ლიმონათს ვერ შეედრება ? და აი, როგორც დაგპირდით ბლოგზე ვამატებ ახალ კატეგორიას “სასმელები” იმედია მოგეწონებათ, ახლა კი გადავალ რეცეპტზე ?

სახლში დამზადებული ლიმონათი

მომზადების სრული დრო 20 წუთი
Servings 8

ინგრედიენტები:

  • 250 მლ წყალი
  • 200 შაქარი
  • 250 მლ ლიმონის წვენი
  • 750 მლ გაზიანი სასმელი (მინერალური წყლებიდან ნებისმიერი)

მომზადება: 

  • ქვაბში ვასხამთ წყალს, ვყრით შაქარს და ვდგამთ დაბალ ცეცხლზე, თან გამუდმებით ვურევთ სანამ შაქარი არ გაიხსნება.
  • შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ლიმონის წვენი და გაზიანი წყალი, კარგად აურიეთ და გააგრილეთ.
  • გადაიტანეთ ჭიქებში და ჩამოაცვით ლიმონის ნაჭერი.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სასმელები
თეგები: Drinks, lemonade
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.