დღეისთვის კიდევ ერთი ახალი რეცეპტი მინდა გაგიზიაროთ, ამჟამად სამარხვო კერძების კატეგორიაში. მარხვის პერიოდში განსაკუთრებით რთულია ყოველდღიურად სადილის მოფიქრდება, ამიტომ ვეცდები ეს საქმე გაგიმარტივოთ.
მწვანე ოსპისა და ბოსტნეულის სუპი არის ძალიან ჯანსაღი და ამავდროულად გემრიელი კერძი.

მწვანე ოსპის სუპი ბოსტნეულით

მომზადების სრული დრო 1 საათი 10 წუთი
Servings 8

ინგრედიენტები:

  • 1 1/4 ჭიქა მწვანე ოსპი
  • 3 ცალი სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 5 ცალი კანგაცლილი პომიდორი
  • 100 ისპანახი
  • 1 ცალი საშუალო ზომის ყაბაყი
  • 1/2 ჩ.კ. ორეგანო
  • 1/2 ჩ.კ. ბაზილიკი
  • 1/2 ჩ.კ. ქონდარი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1.5 წყალი
  • გემოვნებით მარილი & პილპილი
  • ლიმონი

მომზადება: 

  • ხახვი და ნიორი წვრილად, სტაფილო კი საშუალო ზომის კუბებად დაჭერით.
  • ზეთდასხმულ გაცხელებულ ქვაბში 2 წთ მოშუშეთ ხახვი და სტაფილო, შემდეგ დაუმატეთ ნიორი და კვლავ შუშეთ 2 წთ-ის განმავლობაში.
  • დაუმატეთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი კანგაცლილი პომიდორი და წყალი, ასევე ოსპი, სანელებლები, მარილი და პილპილი. ამოურიეთ და წამოადუღეთ, ადუღეთ დაახლოებით 30-35 წთ.
  • შემდეგ დაუმატეთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ყაბაყი, ამოურიეთ და ადუღეთ 10 წთ. ბოლო 2 წთ-ში დაუმატეთ ისპანახიც.
  • შეიძლება დაგჭირდეთ ცოტა წყლის დამატებაც, იმის მიხედვით თუ რამდენ სითხეს შეიწოვს ოსპი ხარშვისას.
  • სერვირებისას სუპს მოასხით ლიმონის წვენი.
    გემრიელად მიირთვით!

რჩევები

ოსპი გაარჩიეთ და კარგად გარეცხეთ, 6-7-ჯერ მაინც გამოუცვალეთ წყალი რეცხვისას.
 
კატეგორია: სუპი
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.