უკვე საკმაოდ აგრილდა და თბილი წვნიანები უფრო და უფრო აქტუალური ხდება. როგორც იცით ლიმონი და ქათმის ნახარში (მითუმეტეს, თუ ქათამი სოფლისაა) საკმაოდ კარგია გაციების პროფილაქტიკისათვის, ამიტომ ეს სუპი ამ სეზონისთვის არაჩვეულებრივია. ახლა კი რაც შეეხება გემოს, ნამდვილად უგემრიელესია, ლიმონის წვენი განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს. მომზადება მარტივია და არც დიდი დრო სჭირდება.
ახლა კი რაც შეეხება გემოს, ნამდვილად უგემრიელესია, ლიმონის წვენი განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს. მომზადება მარტივია და არც დიდი დრო სჭირდება.

ავგოლემონო - ქათმისა და ლიმონის ბერძნული სუპი
ინგრედიენტები:
- 1 კგ მოხარშული ქათმის ხორცი
- 1.5 ლ ქათმის ბულიონი
- 1 სტაფილო
- 1 ხახვი
- 110 გ ბრინჯი 1/2 ჭიქა
- 3 კვერცხი
- 1 ლიმონის წვენი
- 1/3 კონა კამა
- 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- გემოვნებით მარილი & პილპილი
მომზადება:
- წვრილად დაჭრილი ხახვი და კუბიკებად ან რგოლებად დაჭრილი სტაფილო ზეთდასხმულ ქვაბში მოთუშეთ, დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ ქათმის ნახარში და ბრინჯი.
- ადუღეთ 15 წუთი. მანამდე კი ჯამში კვერცხი და ლიმონის წვენი ერთად ათქვიფეთ. დაუმატეთ ცოტა ბულიონი და 15 წუთის გასვლის შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ სუპს, თან განუწყვეტლივ ურიეთ. ამ დროს სუპი შესქელდება.
- ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ქათმის ხორცი (ძვლის გარეშე, ასე უფრო მოსახერხებელია ჭამა), წვრილად დაჭრილი კამა, მარილი და პილპილი. 1-2 წუთი კვლავ ადუღეთ და სუპი მზადაა.გემრიელად მიირთვით!