წვრილად დაჭრილი ხახვი და კუბიკებად ან რგოლებად დაჭრილი სტაფილო ზეთდასხმულ ქვაბში მოთუშეთ, დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ ქათმის ნახარში და ბრინჯი.
ადუღეთ 15 წუთი. მანამდე კი ჯამში კვერცხი და ლიმონის წვენი ერთად ათქვიფეთ. დაუმატეთ ცოტა ბულიონი და 15 წუთის გასვლის შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ სუპს, თან განუწყვეტლივ ურიეთ. ამ დროს სუპი შესქელდება.
ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ქათმის ხორცი (ძვლის გარეშე, ასე უფრო მოსახერხებელია ჭამა), წვრილად დაჭრილი კამა, მარილი და პილპილი. 1-2 წუთი კვლავ ადუღეთ და სუპი მზადაა.გემრიელად მიირთვით!