უუუგემრიელესი ნამცხვრის ძალიან, ძალიან კარგი რეცეპტი მოგიტანეთ. თაფლის ტკბილ ფირფიტებს ძალიან უხდება არაჟნის ოდნავ მომჟავო, მაგრამ ასევე ტკბილი კრემი.
ბლოგზე არასამარხვო ვარიანტიც დევს, დღევანდელი ვერსია კი უფრო ბიუჯეტურია და არანაკლებ გემრიელი.
ზამთრის სუსხიან დღეებს ფინჯან ცხელ ჩაისთან ერთად განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს, ამიტომ ძალიან მიყვარს.
ეს ტორტი მამაჩემის დაბადების დღისთვის მოვამზადე, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ არ გამისინჯავს, მაგრამ ეს კრემიც და ბისკვიტიც ადრეც მომიმზადებია და ორივე არაჩვეულებრივია.
20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მინდოდა რაიმე განსაკუთრებული ტორტი გამეკეთებინა, თუმცა ეს ნამცხვარი რომ ვნახე, იმდენად მომხიბლა ტირამისუსა და ჩიზქეიქის კომბინაციის იდეამ, რომ გადავწყვიტე ეს მომემზადებინა.
ტრიუფელები ფრანგული დესერტია. მისი მომზადების სხვადასხვა ვარიაცია არსებობს. მის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს შოკოლადი ან კაკაოს ფხვნილი. მომზადებულ ტრიუფელებს სასურველ მასაში ავლებენ:კაკაო, წვრილდ დაჭრილი თხილი, ქოქოსის ფანტელი და სხვა.. ხშირად გამდნარ შოკოლადში ავლებენ და აშრობენ. სახლში მომზადება საკმაოდ მარტივია, არ სჭირდება დიდი კუინარიული ნიჭი. ბლოგზე ტრიუფელების მომზადების მეორე რეცეპტის ნახვაც შეგიძლიათ.
რაფაელო-თითქმის ყველასათვის საყვარელი ტკბილეულია. თუ გსურთ მისი მომზადება, შეგიძლიათ ეს რეცეპტი გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, გემო ზუსტად ანალოგიური არაა, მაგრამ საკმაოდ გემრიელ დესერტს მიიღებთ.
უგემრიელესი დესერტი, რომელიც შეგიძლიათ ათქვეფილი ნაღებით, თხილის პატარა ნაჭრებით ან შოკოლადის ნატეხებით მორთოთ…
სომხური ქადა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დესერტია. მართალია მისი მომზადების პროცესი ხანგრძლივი და დამღლელია, მაგრამ თუ ცხობა გიყვართ სცადეთ, აუცილებლად მოგეწონებათ.
ეს ხვეულები ყოველთვის ბავშვობას მახსენებს. ჩემი მამიდაშვილების ბებია ამზადებდა და ძალიან მიყვარდა.









