დღეს ძალიან კარგი სამარხვო კერძის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. მზადდება სულ რაღაც ნახევარ საათში და არის ძალიან განსხვავებული და უგემრიელესი. ამ კერძის კლასიკურ ვარინტში ოსპის ნაცვლად ქათამი გამოიყენება, ამიტომ თუ გნებავთ, შეგიძლიათ შეცვალოთ.

წითელი ოსპის ტიკა მასალა (სამარხვო)
ინგრედიენტები:
- 200 გ წითელი ოსპი
- 100 გ ისპანახი
- 1 ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 2-3 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 2 ჩ.კ. ძირა
- 2 ჩ.კ. ქინძი
- 2 ჩ.კ. პაპრიკა
- გემოვნებით წითელი წიწაკა
- გემოვნებით მარილი & პილპილი
- 400 გ კანგაცლილი პომიდორი
- 5 სმ ჯინჯერი
- 1-1.5 ჭიქა წყალი
- 250 გ ბრინჯი მოხარშული, სერვირებისთვის
მომზადება:
- ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით. კოჭა გათალეთ და წვრილ სახეხზე გახეხეთ.
- გაცხელებულ ზეთდასხმულ ტაფაში 5-6 წუთით მოთუშეთ ხახვი, დაუმატეთ ნიორი და განაგრძეთ მოთუშვა 1 წუთით. შემდეგ დაუმატეთ კოჭა. 30 წამში კი კანგაცლილი პომიდორი და წყალი, კარგად ამოურიეთ.
- ადუღეთ 5 წუთი, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დააბლენდერეთ. დაუმატეთ კარგად გარეცხილი ოსპი და დადგით ცეცხლზე, ხარშეთ 20 წუთი, რაც შეიძლება ხშირად ამოურიეთ. ამ პერიოდში ოსპი მომზადდება, ზედმეტად არ გადახარშოთ, რომ არ ჩაიშალოს. თუ წყალს ძალიან დაიშრობს, ცოტა დაუმატეთ.
- გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ დაჭრილი ისპანახი, ძირა, ქინძი, პაპრიკა, მარილი, პილპილი და წითელი წიწაკა. კარგად ამოურიეთ.მიირთვით მოხარშულ ბრინჯთან ერთად.გემრიელად მიირთვით!
