დღითიდღე ტემპერატურა იმატებს და კვების რაციონშიც დროა ცვლილებები შევიტანოთ. სალათები შესანიშნავია ასეთი ცხელი ამინდებისათვის, თან თუ მარტივად და სწრაფად კეთდება ამას რა სჯობს?! მაშ ასე, გთავაზობთ ამ შესანიშნავი სალათის რეცეპტს, ყველა სიკეთესთან ერთად დაბალკალორიულია

კარტოფილისა და კომბოსტოს სალათა

ინგრედიენტები:

  • 1 პატარა ახალი კომბოსტო
  • 3 კარტოფილი
  • 1 კონა კამა
  • 1 კონა ოხრახუში
  • 6 მწვანე ხახვი
  • 1 პატარა ხახვი
  • 1 მწვანე ბულგარული წიწაკა
  • გემოვნებით ზეითუნის ზეთი
  • გემოვნებით მარილი

მომზადება: 

  • კომბოსტოს ქორფა ფურცლები მსხვილად დავჭრათ.
  • კარტოფილი მოვხარშოთ და გაგრილებული საშუალო ზომის კუბიკებად დავჭრათ.
  • მწვანილი წვრილად, ხახვი მრგვალად, ბულგარული წიწაკა კი გრძელ ნაჭრებად დავჭრათ.
  • ყველა ეს ინგრედიენტი ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი (გემოვნებით) მოვასხათ ზეთი და ამოვურიოთ.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სალათი
თეგები: cabbage, potato, salad
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.