რაფაელო-თითქმის ყველასათვის საყვარელი ტკბილეულია. თუ გსურთ მისი მომზადება, შეგიძლიათ ეს რეცეპტი გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, გემო ზუსტად ანალოგიური არაა, მაგრამ საკმაოდ გემრიელ დესერტს მიიღებთ.

სახლში მომზადებული “რაფაელო”

ინგრედიენტები:

  • 370 შესქელებული რძე
  • 200 კარაქი ოთახის ტემპერატურის
  • 1 ჭიქა თხილი
  • 2 შაქრიანი ვანილი
  • 200 ქოქოსის ფანტელები

მომზადება: 

  • კარაქი ათქვიფეთ, დაამატეთ შესქელებული რძე, ვანილი და თქვიფეთ. კრემისებურ მასას რომ მიიღებთ დაამატეთ ქოქოსის ფანტელების ნახევარზე მეტი. კარგად აურიეთ და შედგით საყინულეში 1-2 საათი.
  • ამასობაში მოხალეთ თხილი და კანი გააცალეთ. რაფაელო გამოიღეთ, გულში ჩაუდეთ თხილი და დაამრგვალეთ, ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში. შემდეგ ცოტახანი კიდევ შედგით მაცივარში.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: დესერტი, ცხობისგარეშე
თეგები: dessert, nobake, raffaelo
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.