კარაქი ათქვიფეთ, დაამატეთ შესქელებული რძე, ვანილი და თქვიფეთ. კრემისებურ
მასას რომ მიიღებთ დაამატეთ ქოქოსის ფანტელების ნახევარზე მეტი. კარგად აურიეთ და შედგით საყინულეში 1-2 საათი.
ამასობაში მოხალეთ თხილი და კანი გააცალეთ. რაფაელო გამოიღეთ, გულში ჩაუდეთ თხილი და დაამრგვალეთ, ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში. შემდეგ ცოტახანი კიდევ შედგით მაცივარში.გემრიელად მიირთვით!