უგემრიელესი დესერტი, რომელიც შეგიძლიათ ათქვეფილი ნაღებით, თხილის პატარა ნაჭრებით ან შოკოლადის ნატეხებით მორთოთ…

შოკოლადის მუსი

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 100 შაქარი
  • 100 შავი შოკოლადი
  • 100 კარაქი
  • 2 შაქრიანი ვანილი

მომზადება: 

  • კვერცხის ცილა და გული განაცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ ღრუბლისებრი მასის მიღებამდე და შემდეგ დაამატეთ შაქრიანი ვანილი.
  • ვანილი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული შაქართან ერთად, თქვიფეთ იქამდე სანამ შაქარი კარგად არ გაიხსნება. შემდეგ დაამატეთ ბეზეს ნელ-ნელა, თან თქვიფეთ.
  • შოკოლადი და კარაქი ერთად გაადნეთ, ერთგვაროვან მასას, რომ მიიღებთ დაუმატეთ კვერცხიან მასას და კარგად ათქვიფეთ, სანამ არ გაყავისფერდება.
  • შემდეგ გაანაწილეთ ჭიქებში და შედგით საყინულეში რამდენიმე საათით.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: დესერტი, ცხობისგარეშე
თეგები: chocolate, dessert, nobake
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.