კვერცხის ცილა და გული განაცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ ღრუბლისებრი მასის მიღებამდე და შემდეგ დაამატეთ შაქრიანი ვანილი.
ვანილი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული შაქართან ერთად, თქვიფეთ იქამდე სანამ შაქარი კარგად არ გაიხსნება. შემდეგ დაამატეთ ბეზეს ნელ-ნელა, თან თქვიფეთ.
შოკოლადი და კარაქი ერთად გაადნეთ, ერთგვაროვან მასას, რომ მიიღებთ დაუმატეთ კვერცხიან მასას და კარგად ათქვიფეთ, სანამ არ გაყავისფერდება.
შემდეგ გაანაწილეთ ჭიქებში და შედგით საყინულეში რამდენიმე საათით. გემრიელად მიირთვით!