ახალ წელს ლამაზი და ორიგინალური კერძები უხდება და, რა თქმა უნდა, გემრიელი. ასე გამომცხვარი კერძი ზუსტად შეეფერება საახალწლო სუფრას. საკმაოდ მარტივი და სწრაფად მოსამზადებელია. თევზი გამოდის წვნიანი და არომატული. მწვანილი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით აარჩიოთ.

გამომცხვარი კალმახი ლიმონითა და მწვანილებით

მზადების დრო 20 წუთი
მზადების დრო 15 წუთი
მომზადების სრული დრო 35 წუთი
ულუფა 8

ინგრედიენტები:

  • 2 დიდი კალმახი
  • 1/3 კონა კამა
  • 1/3 კონა ოხრახუში
  • 2 ლიმონი
  • გემოვნებით მარილი, შავი პილპილი, პაპრიკა
  • 2 ჩ.კ. ორეგანო
  • ზეითუნის ზეთი
  • 1 პატარა ხახვი
  • 3-4 კბილი ნიორი

მომზადება: 

  • თევზი გაასუფთავეთ და ერთ-ერთ მხარეს დასერეთ ღრმად.
  • თევზს მოაყარეთ მარილი, პილპილი, ორეგანო და პაპრიკა ყველა მხრიდან.
  • შიგნით ჩააწურეთ ლიმონი და მწვანილებთან, ხახვთან და ნიორთან ერთად ჩააწყვეთ.
  • ზემოდან ცოტაოდენი ზეთი წაუსვით.
  • ლიმონის ნაჭრები ჩააწყვეთ დასერილ ადგილებში.
  • საცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, გადაიტანეთ ორივე კალმახი.
  • აცხვეთ 175-180 °C გაცხელებულ ღუმელში 15-17 წთ.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: dinner, Main Course
თეგები: fish, trout
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.