დონატები, გემრიელი დესერტი, რომელიც პოპულარუალია მრავალ ქვეყანაში. მისი ფორმა თქვენს ნებასურვილზეა, ყველაზე პოპულარული “ბეჭდის” ფორმის და მრგვალი დონატებია. მისი შეძენეა შესაძლებელია სუპერმარკეტებში, თუმცა მომზადებაა სახლშიც მარტივია, ზემოდან შეგიძლიათ შოკოლადი მოასხათ და მოაყაროთ თხილი, ქოქოსის ფანტელები, ფერადი კამფეტები ან რაც თქვენ გსურთ. რეცეპტის მიხედვით საკმაოდ ბევრი გამოდის და რამდენიმე საათი დაგჭირდებათ მოსამზადებლად, ამიტომ შეგიძლიათ ინგრედიენტები გაანახევროთ.
დონატები
ინგრედიენტები:
- 500 გ ფქვილი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
- 2 კვერცხი
- 250 მლ მაწონი ან იოგურტი
- 170 გ შაქარი
- 2 გ შაქრიანი ვანილი
- 50 გ კარაქი
მინანქრისთვის
- 100 გ შავი შოკოლადი
- 50 გ კარაქი
- ქოქოსის ფანტელები
მომზადება:
მშრალი ინგრედიენტები ჩაცერით ჯამში და ერთმანეთს შეურიეთ. კვერცხი და შაქარი ერთად ათქვიფეთ სანამ მასა გაორმაგდება, გათეთრდება და შაქარი კარგად არ გაიხსენება. შედმდეგ ეს მასა შეურიეთ მშრალ ინგრედიენტებს და კარგად აურიეთ. 50 გ კარაქი გაადნეთ და ცომს დაუმატეთ, ვანილი ჩაყარეთ და კარგად აურიეთ. დიდხანს არ ზილოთ, რომ ცომი არ გამაგრდეს. შოკოლადი და კარაქი ერთად გაადნეთ, მოურიეთ. დონატები ერთი მხრიდან ამოავლეთ მინანქარში და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები, თხილი ან რაც თქვენ გსურთ.გემრიელად მიირთვით!
ავტორი
მედეა ჩუბინიძე
გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.
