Go Back

დონატები

Ingredients

  • 500 ფქვილი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • 2 კვერცხი
  • 250 მლ მაწონი ან იოგურტი
  • 170 შაქარი
  • 2 შაქრიანი ვანილი
  • 50 კარაქი

მინანქრისთვის

  • 100 შავი შოკოლადი
  • 50 კარაქი
  • ქოქოსის ფანტელები

Instructions 

  • მშრალი ინგრედიენტები ჩაცერით ჯამში და ერთმანეთს შეურიეთ. კვერცხი და შაქარი ერთად ათქვიფეთ სანამ მასა გაორმაგდება, გათეთრდება და შაქარი კარგად არ გაიხსენება. შედმდეგ ეს მასა შეურიეთ მშრალ ინგრედიენტებს და კარგად აურიეთ.
  • 50 გ კარაქი გაადნეთ და ცომს დაუმატეთ, ვანილი ჩაყარეთ და კარგად აურიეთ. დიდხანს არ ზილოთ, რომ ცომი არ გამაგრდეს.
  • ფქვილმოყრილ ზედაპირზე გადაიტანეთ ცომი, ორად გაყავით და გააბრტყელეთ ნხევარი სანტიმეტრის სისქეზე. ზეთი ჩაასხით ქვაბში და გააცხელეთ. ამოჭერით სასურველი ფორმები და ზეთში ორივე მხრიდან დაბრაწეთ. გადაიტანეთ სამზარეულოს ხელსახოცზე რათა ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს.
  • შოკოლადი და კარაქი ერთად გაადნეთ, მოურიეთ. დონატები ერთი მხრიდან ამოავლეთ მინანქარში და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები, თხილი ან რაც თქვენ გსურთ.
    გემრიელად მიირთვით!
Course: დესერტი