საერთოდ სალათები ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ სალათს გამოვარჩევდი. ხშირად ვამზადებ და ნამდვილად უგემრიელესია. არ სჭირდება ბევრი ინგრედიენტი და დიდი წვალება. ერთი სიტყვით მშვენიერი სალათაა და გირჩევთ მოამზადოთ.
ბრინჯისა და სოკოს სალათა
ინგრედიენტები:
- 400 გ დაკონსერვებული ქამა სოკო
- 2 ჭიქა ბრინჯი
- 1 კონა კამა
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 200 მლ მაიონეზი
- გემოვნებით მარილი & პილპილი
- 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
მომზადება:
ბრინჯი მოვხარშოთ. ქამა სოკო მოვშუშოთ ზეთში და გავაგრილოთ. კამა და მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ. ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს და სალათიც მზადაა.გემრიელად მიირთვით!
ავტორი
მედეა ჩუბინიძე
გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.

