ეს არის უგემრიელესი სალათა, რომელიც მარტივად მზადდება.

სალათა საქონლის ხორცითა და კომბოსტოთი

ინგრედიენტები:

  • 300 საქონლის ხორცი
  • 200 კომბოსტო
  • 4 ბულგარული წიწაკა წითელი, მწვანე ან ყვითელი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 კონა კამა
  • 200 მლ მაიონეზი
  • გემოვნებით მარილი & პილპილი

მომზადება: 

  • კომბოსტო წვრილად დაჭერით, ფენა-ფენა დააყარეთ მარილი და დადგით ნახევარი საათი.
  • ხორცი მოხარშეთ, ქონიანი ნაწილები მოაცილეთ და შეგრილებული წვრილად დაჭერით.
  • კომბოსტო კარგად გაწურეთ და დაამატეთ ხორცს.
  • დაჭერით ბულგარული წიწაკა წვრილად და გრძლად, კამა და მწვანე ხახვიც, ეს ყველაფერი კარგად აურიეთ, დაამატეთ მაიონეზი, პილპილი და მარილი (თუ კომბოსტოს მარილიანობა არ ეყოფა) გემოვნებით. კარგად აურიეთ.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სალათი
თეგები: beef, bellpepper, cabbage
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.