1 0
ჰუმუსი – კლასიკური ვარიანტი

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Ingredients

3 ჩ.ჭ. მოხარშული ან დაკონსერვებული მუხუდო
1/3 ჩ.ჭ. ტაჰინის პასტა
2 კბილი ნიორი
1 ლიმონის წვენი
გემოვნებით მარილი
3-4 ც. ყინული
სერვირებისთვის ზეითუნის ზეთი

Bookmark this recipe

You need to login or register to bookmark/favorite this content.

ჰუმუსი – კლასიკური ვარიანტი

ჰუმუსის სამშობლო შუა აღმოსავლეთია, თუმცა პოპულარობით მთელს მსოფლიოში სარგებლობს. მისი მომზადების უამრავი ვარიაცია არსებობს, ემატება ათასგვარი ინგრედიენტი, თუმცა მუხუდო, ტაჰინის პასტა, ნიორი და ლიმონის წვენი მისი აუცილებელი კომპონენტებია. დღეს გასწავლით როგორ მოამზადოთ ჰუმუსის კლასიკური ვარიანტი, რისთვისაც მხოლო რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ. ჰუმუსი შეგიძლიათ გამოიყენოთ სენდვიჩებში, მიირთვათ პიტასთან ან ბოსტნეულის ნაჭრებთან ერთად.

  • 10 წთ.
  • Easy

Ingredients

Directions

Share

თუ გამოიყენებთ დაკონსერვებულს მუხუდოს, აუცილებლად გაავლეთ წყალი.

  • ბლენდერში ან სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ მუხუდო და წვრილადდაჭრილი ნიორი, დააბლენდერეთ რამდენიმე წთ.
  • შემდეგ დაუმატეთ ყინული, ტაჰინის პასტა, ლიმონის წვენი და მარილი, ჩართეთ ბლენდერი. როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ მზადაა.
  • თუ გსურთ რომ თქვენი ჰუმუსი ცოტა უფრო თხელი იყოს, შეგიძლიათ დაუმატოთ ცხელი წყალი და რამდენიმე წუთით კვლავ დააბლენდეროთ.
  • სევირებისას მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ რამდენიმე მუხუდო და მოაწყვეთ ზეთისხილი (სურვილისამებრ)

მარტივი, ჯანსაღი და გემრიელი ჰუმუსი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

პიტას რეცეპტი იხილეთ აქ –> პიტას რეცეპტი

 

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

Recipe Reviews

There are no reviews for this recipe yet, use a form below to write your review
previous
პიცა ოთხი ყველით
next
გამომცხვარი კარტოფილი ძაძიკის სოუსით, პომიდვრითა და ზეთისხილით
previous
პიცა ოთხი ყველით
next
გამომცხვარი კარტოფილი ძაძიკის სოუსით, პომიდვრითა და ზეთისხილით