Ingredients
-
3 საშუალო ზომის ჭარხალი
-
1 დიდი ვაშლი
-
1/4 ჩ.ჭ. მოხალული ნიგოზი
-
100 გ. რუკოლა
-
სოუსი:
-
1 დიდი ლიმონის წვენი
-
1 ჩ.კ. თაფლი
-
1,5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
-
მწიკვი მარილი
Directions
- კარგად გარეცხილი ჭარხალი, შეახვით ალუმინის ფურცელში (ე.წ. “ფოლგაში”), დააწყვეთ საცხობ ფირფიტაზე და შედგით 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. აცხვეთ დაახლოებით 1 საათი. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ რბილად ჩავა ჭარხალში, მზადაა.
- გამომცხვარ ჭარხალს მოაშორეთ კანი და დაჭერით 1 სმ სისქის კუბებად. ასევე დაჭერით გათლილი ვაშლი (შეარჩიეთ მომჟავო, “მყარი” ვაშლი).
- გარეცხილი და სითხისგან დაწრეტილი რუკოლა ხელით დაანაწევრეთ სასურველ ზომებად, მოათავსეთ ჯამში და მას მოაყარეთ დაჭრილი ჭარხალი და ვაშლი, მოაყარეთ ნიგოზიც.
- სოუსის ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს და სალათს სერვირების წინ მოასხით.
ძალიან მარტივი და გემრიელი სამარხვო სალათი მზადაა, გემრიელად მიირთვით!