3 1
ყავის ორცხობილები

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Ingredients

Adjust Servings:
60 გ. ოთახის ტემპერატურის კარაქი
120 გ. შაქარის პუდრა
3 ც. კვერცხის გული
35 გ. არაჟანი
220 გ. ფქვილი
25 გ. კაკაო
1/2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
მწიკვი მარილი
2 ჩ.კ. ხსნადი ყავა

Bookmark this recipe

You need to login or register to bookmark/favorite this content.

ყავის ორცხობილები

დღეს ძალიან მარტივი და გემრიელი ორცხობილების რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. ძალიან სწრაფად მზადდება და არაჩვეულებრივია ყავასთან ერთად. აქვს რბილი ტექსტურა და მსუბუქი გემო.

  • 30 წთ.
  • Serves 46
  • Easy

Ingredients

Directions

Share
  • ჯამში ჩაცერით ფქვილი და კაკაო, დაუმატეთ მარილი და გამაფხვიერებელი, კარგად აურიეთ.
  • ცალკე ჯამში  კარაქი და შაქრის პუდრა კარგად ათქვიფეთ, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი, კრემისებური მასა.
  • შემდეგ სათითაოდ დაამატეთ კვერცხის გულები, სანამ ერთი კარგად არ შეერევა მომდევნოს ნუ დაამატებთ.
  • შემდეგ დაუმატეთ არაჟანი და ყავა, კვლავ კარგად ათქვიფეთ.
  • ბოლოს დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები და ხელის სათქვეფით ან სილიკონის ნიჩბით აქციეთ ერთიან მასას. მიიღებთ რბილ ცომს, რომელიც ხელს არ ეკრობა. ცომს გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით, კარგი იქნება თუ მთელი ღამით გააჩერებთ.
  • ცომისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები, იმისათვის რომ თანაბარი ზომის გამოგივიდათ, გამოიყენეთ ჩაის კოვზი ცომის ამოსაღებად. ბურთულებს მიეცით ოვალის ფორმა და დანის ბლაგვი პირით სიგრძეზე ჩასერეთ, ისე როგორც ფოტოზეა მოცემული. ორცხობილები 2-2 სმ დაშორებით დაალაგეთ ფორმაზე, რომელსაც ქაღალდი უნდა დაუფინოთ წინასწარ.

  • შედგით 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 10-12 წთ. ახალგამომცხვარი ორცხობილები ძალიან რბილია, თუმცა რომ გაცივდება შედარებით გამაგრდება.

ძალიან გემრიელი ორცხობილები მზადაა, გემრიელად მიირთვით! 

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

Recipe Reviews

There are no reviews for this recipe yet, use a form below to write your review
previous
ბულგურის სალათი ბოსტნეულით, ნიგვზითა და ფეტათი
next
ვაშლის ნამცხვარი ნიგვზითა და ქიშმიშით
previous
ბულგურის სალათი ბოსტნეულით, ნიგვზითა და ფეტათი
next
ვაშლის ნამცხვარი ნიგვზითა და ქიშმიშით