0 0
ყავის ლიქიორი შესქელებული რძით

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Ingredients

Adjust Servings:
4 ჩ.კ. ნალექიანი ყავა
500 მლ. წყალი
150 გ. შაქარი
150 გ. შესქელებული რძე
250 მლ. სპირტი ან არაყი
2 ც. მიხაკი
0,5 გ. დარიჩინის ჩხირი
1 გ. ვანილინი

Bookmark this recipe

You need to login or register to bookmark/favorite this content.

ყავის ლიქიორი შესქელებული რძით

მეგობრებო, დღეს კიდევ ერთ ვიდეო რეცეპტს გიზიარებთ. არ ვიცი, ზაფხულამდე კიდევ შევძლებ თუ არა ვიდეო რეცეპტის გაზიარებას, რადგან ორშაბათიდან უკვე უნივერსიტეტი მეწყება, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები 1 ვიდეოც ჩავწერო.
რაც შეეხება დღევანდელ რეცეპტს, საკმაოდ მარტივია, დროც არ სჭირდება ბევრი, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ჯერ 1 დღე, შემდეგ კი 1 კვირა უნდა გააჩეროთ, რათა მომზადდეს. სიმართლე რომ გითხრათ, მე ჯერ არ გამისინჯავს, ვერ გავსინჯე, თუმცა სურნელი აქვს არაჩვეულებრივი და, როგორც დედაჩემმა მითხრა, ძალიან არომატულია.

  • 1 სთ.
  • Serves 1
  • Easy

Ingredients

Directions

Share

  1. პირველ რიგში მოადუღეთ ყავა, ამისათვის მადუღარაში მოათავსეთ ყავა და 150 მლ. წყალი. მოდუღებული ყავა გადადგით გვერდზე სიროფის მომზადებამდე.
  2. სიროფის მოსამზადებლად ქვაბში მოათავსეთ შაქარი, დაასხით 250 მლ. წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე, თან ურიეთ. როცა შაქარი გაიხსნება და სიროფი წამოდუღდება მზადაა, გადმოდგით ცეცხლიდან. 2-3 წუთი გააგრილეთ.
  3. ქილაში მოათავსეთ მიხაკი, დარიჩინი და ვანილინი, დაასხით მოდუღებული ყავა და სიროფის ნახევარი, სიროფის დარჩენილი ნაწილი ჩაასხით მადუღარაში, რათა მასში დარჩენილი ყავის ნალექიც დაუმატოთ ქილაში არსებულ მასას, ასევე დაუმატეთ დარჩენილი 100 მლ. წყალი. კარგად მოურიეთ და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე შემდეგ კი დაუმატეთ სპირტი ან მაღალგრადუსიანი არაყი. კარგად მოურიეთ და შეინახეთ 24 საათით.
  4. 24 საათის გასვლის შემდეგ 8-10 ფენა დოლბანდში გადაწურეთ, დაუმატეთ შესქელებული რძე და კარგად მოურიეთ.
  5. ლიქიორი შეინახეთ 1 კვირით ცივ და ბნელ ადგილას, ამის შემდეგ კი მზადაა. (გამოდის 1 ლიტრი).

არომატული ლიქიორი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

Recipe Reviews

There are no reviews for this recipe yet, use a form below to write your review
previous
კარტოფილის კატლეტი სოკოს შიგთავსით (სამარხვო)
next
ვაშლის შტრუდელი ფენოვანი ცომით
previous
კარტოფილის კატლეტი სოკოს შიგთავსით (სამარხვო)
next
ვაშლის შტრუდელი ფენოვანი ცომით

Add Your Comment