• Home
  • სადილი
  • წითელი ოსპის ტიკა მასალა (სამარხვო)
0 0
წითელი ოსპის ტიკა მასალა (სამარხვო)

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Ingredients

Adjust Servings:
1 ჩ.ჭ. წითელი ოსპი
100 გ. ისპანახი
1 ხახვი ხახვი
2 კბილი ნიორი
2-3 ს.კ. ზეთი
2 ჩ.კ. ძირა
2 ჩ.კ. ქინძის სუნელი
2 ჩ.კ. პაპრიკა
გემოვნებით წითელი წიწაკა
გემოვნებით პილპილი
400 გ. კანგაცლილი პომიდორი
გემოვნებით მარილი
1 1/4 ჩ.ჭ. ბრინჯი
5 სმ. ჯინჯერი (იგივე კოჭა, ჯანჯაფილი)
1-1,5 ჩ.ჭ. წყალი

Nutritional information

422 კკალ.
კალორია
9,5 გ.
ცხიმები
0
ქოლეს- ტეროლი
69,9 გ.
ნახშირ- წყლები
15,5 გ.
ცილები
590 მგ.
სოდიუმი
801 მგ.
კალიუმი
93 მგ.
კალციუმი
7 მგ.
რკინა

Bookmark this recipe

You need to login or register to bookmark/favorite this content.

წითელი ოსპის ტიკა მასალა (სამარხვო)

დღეს ძალიან კარგი სამარხვო კერძის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. მზადდება სულ რაღაც ნახევარ საათში და არის ძალიან განსხვავებული და უგემრიელესი. ამ კერძის კლასიკურ ვარინტში ოსპის ნაცვლად ქათამი გამოიყენება, ამიტომ თუ გნებავთ, შეგიძლიათ შეცვალოთ.
ამ კერძის წარმოშობის ადგილი სადაოა, ის ან ინდურია ან შოტლანდიური.

  • 30 წთ.
  • Serves 5
  • Easy

Ingredients

Directions

Share
  1. ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით. კოჭა გათალეთ და წვრილ სახეხზე გახეხეთ.
  2. გაცხელებულ ზეთდასხმულ ტაფაში 5-6 წუთით მოთუშეთ ხახვი, დაუმატეთ ნიორი და განაგრძეთ მოთუშვა 1 წუთით. შემდეგ დაუმატეთ კოჭა. 30 წამში კი კანგაცლილი პომიდორი და წყალი, კარგად ამოურიეთ.
  3. ადუღეთ 5 წუთი, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დააბლენდერეთ. დაუმატეთ კარგად გარეცხილი ოსპი და დადგით ცეცხლზე, ხარშეთ 20 წუთი, რაც შეიძლება ხშირად ამოურიეთ. ამ პერიოდში ოსპი მომზადდება, ზედმეტად არ გადახარშოთ, რომ არ ჩაიშალოს. თუ წყალს ძალიან დაიშრობს, ცოტა დაუმატეთ.
  4. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ დაჭრილი ისპანახი, ძირა, ქინძი, პაპრიკა, მარილი, პილპილი და წითელი წიწაკა. კარგად ამოურიეთ.
  5. მიირთვით მოხარშულ ბრინჯთან ერთად, აღნიშნული პორციისათვის საკმარისია 1 1/4 ჩ.ჭ. ბრინჯი.

ძალიან არომატული და გემრიელი სამარხვო კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

Recipe Reviews

There are no reviews for this recipe yet, use a form below to write your review
previous
შოკოლადის ტორტი ფორთოხლით
next
იტალიური სუპი მინესტრონე (სამარხვო)
previous
შოკოლადის ტორტი ფორთოხლით
next
იტალიური სუპი მინესტრონე (სამარხვო)

Add Your Comment