შავი ღვინის ლიქიორი
ეს ლიქიორი ჩემს ოჯახში ძალიან პოპულარულია და ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს ხოლმე. საკმაოდ მარტივი და სწრაფი მოსამზადებელია, გემრიელია და სასიამოვნო დასალევი. არყის რაოდენობა შეგიძლიათ თქვენი სურვილის მიხედვით შეცვალოთ, ამ რეცეპტით საშუალო სიმაგრის გამოდის.
დაგჭირდებათ:
- 1 ლ. ნატურალური შავი ღვინო
- 1 კგ. შაქარი
- 10 გ. ვანილინი ანუ შაქრიანი ვანილი
- 600 მლ. არაყი (80 გრადუსზე მეტი)
მომზადება:
- ღვინო აადუღეთ, მოქაფეთ, დაამატეთ შაქარი და კვლავ აადუღეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.
- გაციებულს დაუმატეთ ვანილინი და არაყი. კარგად აურიეთ და მზადაა.