დეტოქს-წყალი
ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა დეტოქს-სასმელები, იქნება ეს სმუზი თუ არომატული წყალი. დეტოქს-წყალი კარგი არჩევანია როგორც ჰიდრატაციისთვის, ასევე საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლადა და მავნე ნივთიერებებისგან გასაწმენდად.
დაგჭირდებათ:
- 8 ჩ.ჭ. წყალი
- 1 დიდი კიტრი
- 1 ლიმონი
- 10-12 პიტნის ფოთოლი
მომზადება:
- კიტრი და ლიმონი სასურველ ზომებად დაჭერით, მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დაამატეთ პიტნა და წყალი. მოურიეთ და შედგით მაცივარში მთელი ღამით.
- მიირთვით მთელი დღის განმავლობაში.
*** წყალი შეინახეთ არაუმეტეს 48 საათისა.
*** 1 ჭიქა ლიმონიანიანი წყლის დალევა თქვენს ორგანიზმს შეავსებს C ვიტამინის დღიური დოზით.
*** ცივი, გაყინული წყალი ერთგვარი შოკია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, ამიტომ დილით წყალი ცოტა ხნით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე ან რამდენიმე წვეთი ცხელი წყალი ჩაასხით.
დეტოქს-წყლის სასარგებლო თვისებები:
- ბუნებრივი გზა დეტოქსიკაციისთვის.
- აძლიერებს იმუნიტეტს.
- აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
- აქვს ჰიდრატაციისა და გაჯანსაღების უნარი.
ლიმონი – არის დეტოქსიკაციის ბუნებრივი საშუალება. ის გეხმარებათ ორგანიზმის გაწმენდაში ტოქსინების გამოდევნის გზით, რაც ასევე აუმჯობესებს თქვენს იმუნურ სისტემას და უზრუნველყოფს უკეთეს მონელებას.
პიტნა – ისიც აუმჯობესებს მონელებას და ამასთანავე წყალს მცირე რაოდენობის ბუნებრივ სიტკბოს ანიჭებს.
კიტრი – ის 96 % წყლისგან შედგება, რაც უფრო ზრდის ჰიდრატაციის ხარისხს, ასევე წყალს ანიჭებს არომატს.