3 0
უგემრიელესი პასკები, ვარიანტი #3

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Ingredients

Adjust Servings:
10 ც. კვერცხი
1,5 კგ. შაქარი
1 ლ. რძე
400 გ. კარაქი
300 გ. არაჟანი
400 გ. მაწონი
4 ს.კ. საფუარი
200 მლ. ზეთი
2,8-3 კგ ფქვილი
500-600 გ. ქიშმიში
3 ც. მუსკატის კაკალი
30-40 ც. ილი
გემოვნებით დარიჩინი
გემოვნებით მიხაკი
4 გ. ვანილინი
1 ჩ.კ. მარილი
3-4 ც. ლიმონის ცედრა
100 მლ. კონიაკი ან არაყი

Bookmark this recipe

You need to login or register to bookmark/favorite this content.

უგემრიელესი პასკები, ვარიანტი #3

ამ უგემრიელესი პასკების რეცეპტი საზოგადოებას ია მინდაძე ასათიანმა გააცნო, როგორც ამბობს, მისი ოჯახი სულ ამ რეცეპტით ამზადებდა, თუმცა მათი მოფიქრებული არაა.
შარშან ნახევარი პორცია მოვამზადე და ძალიან მომეწონა, გამოდის ნამდვილი პასკა, არის მძიმე, ნოტიო, ძალიან არომატული და უგემრიელესი. თქვენ სრული პორციის რეცეპტს გიზიარებთ.

  • Serves 15
  • Hard

Ingredients

Directions

Share

დარფქული სუნელების გამოყენების შემთხვევაში, გამოიყენეთ 1,5 ჩ.კ. ილი, 1,5 ჩ.კ. მუსკატის კაკალი, 2/3 ან 1 ჩ.კ. დარიჩინი, 2/3 ან 1 ჩ.კ. მიხაკი.

უმჯობესია სანელებლებს თუ რამდენიმე დღით ადრე დაალბობთ. დასაფქვავებს თუ იყიდით, თქვენ თვითონ უნდა დაფქვათ ან გახეხოთ.

ოთახი აუცილებლად დაათბეთ და ინგრედიენტებიც რამდენიმე საათით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან, რათა ოთახის ტემპერატურა მიიღოს.

ფქვილი გაცერით. მისი რაოდენობა თუ რამდენი დაგჭირდებათ დამოკიდებულია ფქვილზე, თავიდან 2,8 კგ. დაუმატეთ და როცა ამოფუვდება, თუ შეატყობთ რომ ცომი თხელია, შემდეგ გადაზელვისას დაუმატეთ დარჩენილი 200 გ.

  1. 200 მლ. თბილ რძეში გახსენით საფუარი, დაუმატეთ 1 ჩ.კ. შაქარი და 100 გ. ფქვილი. ხელის სათქვეფით აქციეთ ერთიან მასად, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად. (იას რეცეპტში უწერია რომ 100 მლ. თბილ რძეში უნდა გავხსნათ, თუმცა მე ძალიან ცოტა მომეჩვენა)
  2. 800 მლ. ცხელ რძეში გახსენით 1 კგ. შაქარი, კარაქი და მარილი.
  3. კვერცხის ცილა და გული განაცალკევეთ. გულებისა და 500 გრამი შაქრისაგან მოამზადეთ გოგლიმოგლი, შემდეგ მას დაუმატეთ არაჟანი და მაწონი, კარგად აურიეთ.
  4. კვერცხის ცილებისგან მოამზადეთ მყარი ბეზე, დაუმატეთ ვანილინი.
  5. პირველი სამი მასა შეურიეთ ერთმანეთს, როცა ერთიან მასას მიიღებთ, ფრთხილად შეურიეთ ბეზე. მიღებულ მასას გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას ასაფუბლად, დაახლოებით 1 საათი.
  6. როცა მასა ამოფოვდება, დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი, დაუმატეთ ზეთიც და ზილეთ დაახლოებით 30 წუთი. შემდეგ გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად დაახლოებით 4 საათი.
  7. ამოსულ მასას დაუმატეთ სანელებლების ნაყენი, ლიმონის ცედრა და ქიშმიში ან ცუკატები ან ორივე ერთად. (ქიშმიშს და ცუკატებს წინასწარ ცოტა ფქვილი შეურიეთ, რათა თანაბრად გადანაწილდეს ცომში). გადაზილეთ ცომი, რათა ეს ყველაფერი კარგად გადანაწილდეს, კვლავ გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და ისევ თბილ ადგილას დადგით ასაფუებლად, 2-3 საათი.
  8. როცა ცომი აფუვდება გადაიტანეთ საცხობ ფორმებში, მე ქაღალდის ფორმებში ვაცხობ, რომლებიც თითქმის ყველგან იყიდება, მითუმეტეს საკონდიტრო მაღაზიებში, ძალიან მოსახერხებელია, არ სჭირდება არაფრის წასმა. პლუს, კარგად ინახება მათში პასკა.
  9. ფორმები ცომით გაავსეთ 1/3-მდე, კვლავ გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად, ჩადებული ცომი უნდა გაორმაგდეს მოცულობაში.
  10. პასკები გამოაცხეთ 150 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, დასჭირდება 45-60 წუთი იმის მიხედვით თუ რამხელაა პასკა. ხის წკირით შეამოწმეთ და თუ მშრალი ამოვა, მზადაა.
  11. პასკები შეგიძლიათ მორთოთ როგორც გამდნარი შოკოლადით, ასევე რაიმე მინანქრით.

უგემრიელესი, ძალიან არომატული და ნოტიო პასკები მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

Recipe Reviews

There are no reviews for this recipe yet, use a form below to write your review
previous
წითელი ოსპის კრემ-სუპი (ვიდეო)
next
კიევური ტორტი (ვარიანტი #2)
previous
წითელი ოსპის კრემ-სუპი (ვიდეო)
next
კიევური ტორტი (ვარიანტი #2)