• Home
  • სადილი
  • ქათმის ფილე ქამა სოკოთი ნაღების სოუსში
1 0
ქათმის ფილე ქამა სოკოთი ნაღების სოუსში

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Ingredients

Adjust Servings:
3 ც. ქათმის ფილე
350 გ. ქამა სოკო
125 მლ ანუ 1/2 ჩ.ჭ. მაღალპროცენტიანი (33%+) ნაღები
125 მლ ანუ 1/2 ჩ.ჭ. თეთრი ღვინო
70 გ. კარაქი
1,5 ჩ.ჭ. ანუ 375 მლ ქათმის ბულიონი ან წყალი
1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
1/2 ჩ.კ. + გემოვნებით მარილი
1 ჩ.კ. + გემოვნებით პილპილი
2 კბილი ნიორი
2 თავი წითელი ხახვი
1/2 ჩ.კ. ნივრის ფხვნილი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ჩ.კ. ქონდარი
1 ს.კ. დიჟონის მდოგვი
2 ჩ.კ. სიმინდის სახამებელი
2 ს.კ. წყალი

Bookmark this recipe

You need to login or register to bookmark/favorite this content.

ქათმის ფილე ქამა სოკოთი ნაღების სოუსში

ქათამი, ქამა სოკო, ნაღებისა და ღვინის სოუსი, ამ კერძს დიდი შესავალი არ სჭირდება, გადახედეთ ინგრედიენტებს, შეხედეთ ფოტოს და მიხვდებით რომ ეს საოცრება აუცილებლად უნდა მოამზადოთ. როგორც ერთ-ერთ პოსტში ვახსენე, ეს კერძის იმსახურებს "ღვთაებრივი კერძების" კატეგორიისთვის მიკუთვნებას.

  • 1 სთ.
  • Serves 6
  • Medium

Ingredients

Directions

Share
  1. ქათმის ფილე ქაღალდის ხელსახოცით კარგად გაამშრალეთ, შუაზე გაჭერით რომ მიიღოთ 2-2 თხელი ნაჭერი.
  2. ფქვილს დაუმატეთ 1/2 ჩ.კ. მარილი, 1 ჩ.კ. პილპილი და ნივრის ფხვნილი, აურიეთ. მასში კარგად ამოავლეთ ქათმის თითოეული ნაჭერი, შემდეგ ცოტა შეარხიეთ, რომ ზედმეტი ფქვილი მოაშოროთ, დაალაგეთ ცალკე დაფაზე/თეფშზე.
  3. გაცხელებულ დიდ, ღრმა ტაფაში მოათავსეთ 30 გ. კარაქი და ზეითუნის ზეთი, როცა კარაქი გადნება ტაფაზე მოათავსეთ ქათმის ნაჭრები, შეწვით საშუალო ცეცხლზე ერთ მხარეს 5 წთ, შემდეგ ამოაბრუნეთ და მეორე მხარეს განაგრძეთ შეწვა 3-5 წთ. შემწვარი ფილე ამოიღეთ თეფშზე და თბილად შეინახეთ.
  4. ტაფაზე დაამატეთ დარჩენილი კარაქი, როცა გადნება დაუმატეთ თხლად დაჭრილი ქამა სოკო, პერიოდულად ამოურიეთ, როცა სოკო კარგად გაყავისფერდება და თავის წვენს გამოუშვებს, მზადაა, ამისათვის დაახლოებით 8 წთ დასჭირდეაბა.
  5. სოკოს დაუმატეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, ამოურიეთ და მოშუშეთ, როცა ხახვი დარბილდება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ამოურიეთ, 30 წმ-ში დაუმატეთ ღვინო, შეარხიეთ ტაფა, შემდეგ დაუმატეთ ქონდარი, ქათმის ბულიონო (ან წყალი), ნაღები და დიჟონის მდოგვი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 5 წთ დაბალ ცეცხლზე.
  6. სიმინდის სახამებელი გახსენით 2 ს.კ. წყალში, მიღებული მასა დაამატეთ ტაფაში და კარგად ამოურიეთ. (ეს სოუსს შეასქელებს და სასიამოვნო კონსისტენციას მისცემს), ტაფაში დააბრუნეთ უკვე მომზადებული ქათმის ფილეც, კვლავ წამოადუღეთ სოუსი და ადუღეთ 5 წთ, ამ პერიოდში სოუსი გასქელდება და ქათამიც გათბება.
  7. ბოლოს გემოვნებით დაუმატეთ მარილი და პილპილი და კერძიც მზადაა, ასევე შეგიძლიათ მოახეხოთ პარმეზანი, რაც კიდევ უფრო საოცარ არომატს შესძენს თქვენს სადილს.

უგემრიელესი და განსაკუთრებული, ღვთაებრივი კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

Recipe Reviews

There are no reviews for this recipe yet, use a form below to write your review
previous
ბულგურისა და თინუსის უგემრიელესი, ჯანსაღი სალათი
next
შოკოლადის ნამცხვარი ხაჭოს ბურთულებით
previous
ბულგურისა და თინუსის უგემრიელესი, ჯანსაღი სალათი
next
შოკოლადის ნამცხვარი ხაჭოს ბურთულებით