0 0
პიცა ოთხი ყველით

Share it on your social network:

Or you can just copy and share this url

Ingredients

Adjust Servings:
ცომი:
4 ჩ.ჭ. ფქვილი ფქვილი
2 1/4 ჩ.კ. საფუარი
1 1/3 ჩ.ჭ. (310 მლ) ცხელი წყალი წყალი
1 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.კ. შაქარი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
სოუსი:
3 ც. საშუალო ზომის პომიდორი
2 ს.კ. ტომატპასტა
2 კბილი ნიორი
1 ჩ.კ. ორეგანო
1 ჩ.კ. ბაზილიკი (სუნელი)
1/2 ჩ.კ. პაპრიკა
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
ასევე:
500 გ. სულგუნი
50 გ. პარმეზანი
150 გ. გაუდა ან ჩედარი
100 გ. ლურჯი ყველი
1 ჩ.კ. (ზემოდან მოსაყრელად) ორეგანო

Bookmark this recipe

You need to login or register to bookmark/favorite this content.

პიცა ოთხი ყველით

მიუხედავად იმისა, რომ პიცის დიდი მოყვარული არ ვარ და თითქმის არასოდეს არ მინდება, ოთხი ყველის პიცამ ისე მომხიბლა, რომ მასზე უარს ვერასოდეს ვერ ვიტყვი. ოთხი ყველის განსხვავებული, მდიდარი არომატი განსაკუთრებულ კომბინაციას ქმნის. გირჩევთ აუცილებლად სცადოთ.

  • 1,5 სთ.
  • Serves 3
  • Easy

Ingredients

  • ცომი:

  • სოუსი:

  • ასევე:

Directions

Share

საცხობი ფორმა: 30 სმ დიამეტრის.

ამ რეცეპტით გამოდის 3 ც 30 სმ. დიამეტრის პიცა.

  • ცომის მოსამზადებლად, ცხელ წყალში გახსენით საფუარი, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და გააჩერეთ 15 წთ ასაფუებლად.
  • ფქვილი ჩაცერით ჯამში, დაუმატეთ შაქარი და მარილი, კარგად აურიეთ, შემდეგ დაუმატეთ საფუვრიანი მასა და მოზილეთ ცომი, ზილეთ დაახლოებით 8-10 წთ.
  • ბოლოს შეაზილეთ ზეითუნის ზეთი. უნდა მიიღოთ რბილი, ელასტიური ცომი. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 40-60 წთ.
  • სოუსი –  პომიდორს გააცალეთ კანი, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ტომატ-პასტა, სანელებლები, მარილი და პილპილი. დააბლენდერეთ რამდენიმე წუთი, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  • სულგუნი და ჩედარი მსხვილ, პარმეზანი კი წვრილ სახეხზე გახეხეთ.
  • აფუებული ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე. გაყავით სამ თანაბარ ნაწილად, თითოეული მათგანი გააბრტყელეთ 30 სმ დიამეტრზე, გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე, წაუსვით სოუსის მესამედი, მოაყარეთ გახეხილი ყველი, ლურჯი ყველი ხელით დაანაწევრეთ და ასე დაუმატეთ. ბოლოს მოაყარეთ ორეგანო.
  • შედგით 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 10-15 წთ. ყველი რომ კარგად ჩადნება და ცომი სასიამოვნო ღია ოქროსფერს მიიღებს, მზადაა.

უგემრიელესი პიცა ოთხი სახეობის ყველით მზადაა, გემრიელად მიირთვით!

 

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

Recipe Reviews

There are no reviews for this recipe yet, use a form below to write your review
previous
ჩეხური ფახლავა
next
ჰუმუსი – კლასიკური ვარიანტი
previous
ჩეხური ფახლავა
next
ჰუმუსი – კლასიკური ვარიანტი