0 0
კვერცხი თურქულად – ჯანსაღი და გემრიელი საუზმე

გააზიარე:

ასევე შეგიძლია დააკოპირო ლინკი გაზიარებისათვის

ინგრედიენტები

შეცვალე პორცია:
3 ც. კვერცხი
2/3 ჩ.ჭ გაწურული მაწონი
1 კბილი ნიორი
გემოვნებით მარილი
30 გ. კარაქი
1 ჩ.კ. დაღერღილი წიწაკა
1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
რამდენიმე ღერი კამა

კვერცხი თურქულად – ჯანსაღი და გემრიელი საუზმე

ამდენი დესერტის რეცეპტის შემდეგ, დროა ჯანსაღი საუზმის რეცეპტი გაგიზიაროთ. ეს გახლავთ უგემრიელესი თურქული საუზმე - თოხლოდ მოხარშული კვერცხი მაწვნის სოუსითა და წიწაკიანი კარაქის სოუსით. ეს უნდა სცადოთ, თუ კვერცხი არ გიყვართ, მაინც მოგეწონებათ, რადგან გამოკვეთილად საერთოდ ვერ იგრძნობთ მის გემოს.

  • 20 წთ.
  • პორცია 3
  • მარტივი

ინგრედიენტები

მომზადება

გაზიარება

 

  1. გაწურულ მაწონს დაუმატეთ გახეხილი ნიორი და მარილი, კარგად აურიეთ.
  2. კარაქი გაადნეთ, 3-4 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და დაღერღილი წიწაკა, კარგად აურიეთ.
  3. კვერცხი აუცილებლად უნდა იყოს ცივი და ახალი! ფრთხილად გატეხეთ და მოათავსეთ წვრილ საწურზე, გააჩერეთ 30 წმ, ამ დრო ზედმეტი ცილა მოშორდება. შემდეგ ფრთხილად გადაიტანეთ ფართო ჭიქაში და მოასხით ლიმონის წვენი.
  4. ქვაბში აადუღეთ წყალი და როცა ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ, ბუშტები აღარ უნდა ამოდიოდეს, ჭიქა რომელშიც კვერცხი მოათავსეთ ძალიან ახლოს მიიტანეთ წყლის ზედაპირთან და ასე ფრთხილად ჩაუშვით კვერცხი წყალში. ხარშეთ 3-4 წუთი.
  5. სანამ კვერცხი მოიხარშება თეფშზე გაანაწილეთ მაწვნის სოუსი, ზემოდან დაადეთ მომზადებული კვერცხი, მოასხით წიწაკიანი კარაქის სოუსი და მოაყარეთ დაჭრილი კამა.

ძალიან ჯანსაღი და უგემრიელი საუზმე მზადაა, გემრიელად მიირთვით!

გამოიწერეთ ჩემი გემრიელი YouTube არხი. 

მედეა ჩუბინიძე

ბლოგის ავტორი.

წინა
მედოკი არაჟნის კრემით
შემდეგი
საუკეთესო კლასიკური ბისკვიტის რეცეპტი
წინა
მედოკი არაჟნის კრემით
შემდეგი
საუკეთესო კლასიკური ბისკვიტის რეცეპტი
error: საავტორო უფლებები დაცულია!!