თასში შეურიეთ პატარა ზომებად დანაწევრებული ქათმის ფილე, ლობიო, სიმინდი და 1 ჭიქა პომიდვრის სოუსი.
საცხობი ფორმის ძირზე გაანაწილეთ ½ ჭიქა პომიდვრის სოუსი.
ყაბაყი სიგრძეზე დაჭერით 2 მმ სისქის ნაჭრებად (გირჩევთ გამოიყენოთ ბოსტნეულის სათლელი).
ყაბაყის 2-3 ნაჭერი მოათავსეთ სამზარეულოს ზედაპაირზე, დაადეთ 2 ს.კ. მომზადებული შიგთავსი, გადაახვიეთ და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში. გაიმეორეთ ეს საფეხური შიგთავსის დასრულებამდე.
როლებს ზემოდან მოასხით დარჩენილი ½ ჭიქა სოუსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 20-25 წუთი.გემრიელად მიირთვით!