Go Back

ნამცხვარი “სიგარეტები” – სამარხვო ვარიანტი

Prep Time 15 minutes
Baking time 25 minutes
Total Time 40 minutes
Servings 24

Ingredients

ცომი

  • 300 ფქვილი
  • 100 მლ თბილი წყალი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 1/2 ჩ.კ. შაქრიანი ვანილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი

შიგთავსი

  • 1.5 ს.კ. შაქარი
  • 50 ნიგოზი დაფქული

Instructions 

  • ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და აურიეთ.
  • ცალკე ჯამში ერთმანეთს შეურიეთ თბილი წყალი, ზეთი, შაქარი, მარილი და ვანილი.
  • თხევადი ინგრედიენტები დაუმატეთ ფქვილს და მოზილეთ რბილი, ელასტიური ცომი. რამდენიმე წუთში მზად იქნება.
  • შიგთავსი: შაქარი და ნიგოზი შეურიეთ ერთმანეთს.
  • ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, ცოტა გადაზილეთ. გაყავით 3 თანაბარ ნაწილად, თითოეულს მიეცით გუნდის ფორმა. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ თხლად, დაახლოებით 2-3 მმ-ის სისქეზე. გაყავით 8 სამკუთხედად. სამკუთხედის ფართო ბოლოზე დადეთ 1/2 ჩ.კ. შიგთავსი, გადაახვიეთ ვიწყო ნაწილისკენ.
  • სიგარეტები მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე (ფირფიტაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი ან მოაყარეთ ცოტა ფქვილი), შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 20-25 წუთი.
    გემრიელად მიირთვით!
Course: დესერტი