კარგად გარეცხილი ოსპი, 3 ჭიქა წყალთან ერთად მოათავსეთ ქვაბში და მოხარშეთ, დასჭირდება დაახლოებით 20 წთ.
რომ მოიხარშება და წყალს სრულად შეიწოვს, გამორთეთ ცეცხლი, ოსპს დაუმატეთ ბულგური, აურიეთ, დააფარეთ თავსახური და ასე გააჩერეთ 30 წთ.
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი გააცხელეთ ტაფაში, მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, როცა ოქროსფერი გახდება, დაუმატეთ ტომატპასტა, კარგად აურიეთ და რამდენიმე წუთში გადმოდგით ცეცხლიდან.
წითელი ოსპისა და ბულგურის მასა მოათავსეთ დიდ თასში, დაუმატეთ მოშუშული ხახვისა და ნივრის მასა, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მწვანე ხახვი, ქუმინი, მარილი, პილპილი და დაღერღილი წიწაკა, ბოლოს კი 1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთიც და კარგად ამოურიეთ.
მიღებული მასისგან გააკეთეთ სასურველი ზომის ბურთულები, შედგით მაცივარში 1 საათით.
მოასხით ლიმონის წვენი და მიირთვით სალათის ფურცლებთან ერთად.გემრიელად მიირთვით!