Go Back

ქათმის ბარკლები არაჟნის სოუსში

Total Time 30 minutes
Servings 8

Ingredients

  • 800 ქათმის ბარკლები
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • 1.5 ჭიქა წყალი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 2 ხახვი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 25 კარაქი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • გემოვნებით მარილი, პილპილი და წითელი დაღერღილი წიწაკა

Instructions 

  • ქათმის ბარკალი და ბარკლის ძირი განაცალკევეთ, ბარკლის ძირიც გაჭერით 2 ან 3 ნაწილად.
  • ტაფა გააცხელეთ, მოასხით ზეთი და დაუმატეთ კარაქი, როცა კარაქი გადნება ქათმის ნაჭრები ჩააწყეთ ტაფაზე და საშუალოდ მაღალ ცეცხლზე შეწვით, ერთი მხრიდან 10 წუთი, მეორე მხრიდან კი 5 წუთი.
  • სანამ ქათმის ბარკლები იწვება, ხახვი ალყაალყა, ნიორი კი წვრილად დაჭერით. მას შემდეგ რაც ქათამს ამოაბრუნებთ და 5 წუთი გავა, დაუმატეთ ხახვი და ნიორი, დაახლოებით 3 წთ. ასე გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე.
  • ამასობაში კი მოამზადეთ არაჟნის სოუსი: ჯამში მოათავსეთ ფქვილი, არაჟანი, მარილი, პილპილი, წითელი დაღერღილი წიწაკა და ჩილი, აურიეთ და შემდეგ ნელ-ნელა შეურიეთ წყალი.
  • მიღებული სოუსი მოასხით შემწვარ ბარკლებს და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 10 წუთი.
    გემრიელად მიირთვით!
Course: სადილი
Keyword: chickendrumsticks, chickenthighs