ხახვი წვრილად, სტაფილო და კარტოფილი კი კუბიკებად დაჭერით.
ქვაბი გააცხელეთ, დაასხით ზეთი და მოშუშეთ ხახვი, როცა დარბილდება, დაუმატეთ სტაფილო და კარტოფილი, კარგად აურიეთ, შემდეგ დაუმატეთ ტომატპასტაც. 3-4 წუთში დაუმატეთ კარგად გარეცხილი ოსპი და აურიეთ.
დაასხით წყალი, თავიდან 1,5 ლიტრი. შემდეგ თქვენი სურვილით გაათხელეთ.
როცა წყალი ადუღდება, ადუღეთ 25 წთ დაბალ ცეცხლზე.
დააბლენდერეთ, დაუმატეთ მარილი, სურვილის შემთხვევაში წყალიც სასურველი კონსისტენციის მიღებამდე.
წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
სერვირებისას მოასხით ლიმონის წვენი.გემრიელად მიირთვით!