Go Back

ხაჭაპური

Total Time 2 hours 30 minutes
Servings 3 ხაჭაპური

Ingredients

ცომისთვის:

  • 600 ფქვილი
  • 300 მლ თბილი წყალი
  • 6 საფუარი
  • 15 შაქარი
  • 5 მარილი
  • 40 მლ მცენარეული ზეთი

შიგთავსისთვის:

  • 750 იმერული ყველი
  • 1 კვერცხი
  • 20 ფქვილი
  • გემოვნებით მარილი

ასევე:

  • კარაქი ზემოდან გადასასმელად

Instructions 

  • თბილ წყალში გახსენით საფუარი და შაქარი, გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი და გააჩერეთ 10 წთ.
  • მოზრდილ თასში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი და აურიეთ. დაუმატეთ გაფუებული საფუვრიანი მასაც და მოზილეთ ცომი.
  • ბოლოს შეაზილეთ ზეთიც, უნდა მიიღოთ რბილი ცომი, რომელიც ხელს არ ეწებება. გადაუსვით ცოტაოდენი ზეთი, გადააფარეთ ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად დაახლოებით 1-1.5 საათით.
  • შიგთავსი: გახეხილ ყველს დაუმატეთ კვერცხი და ფქვილი ( მარილიც თუ ყველი უმარილოა), ხელით კარგად გადაზილეთ. გაყავით სამ თანაბარ ნაწილად და მიეცით გუნდების ფორმა.
  • აფუებული ცომისგანაც გააკეთეთ სამი თანაბარი ზომის გუნდა. გუნდები 10-15 წუთით კვლავ დაასვენეთ.
  • თითოეული გუნდა ოდნავ გააბრტყელეთ, ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი, მოუკარით პირი და ამოაბრუნეთ. გააბრტყელეთ ორივე მხრიდან 30 სმ დიამეტრამდე.
  • აცხვეთ 230 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ზედა-ქვედა წვით 8-12 წთ. ზემოდან სასიამოვნოდ რომ დაიბრაწება გამოიღეთ და გადაუსვით კარაქი.
    გემრიელად მიირთვით!
Course: ცომეული
Cuisine: ქართული
Keyword: ყველი, ქართულისამზარეულო, ხაჭაპური, ცომეული