ფირფიტების ცომის მოსამზადებლად კვერცხი, მწიკვი მარილი და შაქარი ერთად ათქვიფეთ, როცა შაქარი გაიხსნება, დაუმატეთ
კარაქი და თაფლი, კვლავ კარგად გათქვიფეთ და დადგით ორთქლის აბაზანაზე, ურიეთ პერიოდულად 15 წუთის განმავლობაში.
მასა უნდა მიიყვანოთ ადუღებამდე, არ უნდა ადუღდეს.
შემდეგ გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან და დაუმატეთ სოდა, მოურიეთ. ამ დროს სოდა რეაქციაში შევა თაფლთან.
რამდენიმე წუთში დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, რასაც შეძლებთ ხელის სათქვეფით ან სილიკონის ნიჩბით შეაზილეთ, შემდეგ კი
გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და ხელით მოზილეთ რბილი ცომი.
ცომი თავიდან შეიძლება ხელს ეკრობოდეს, მაგრამ მაცივარში რომ გააჩერებთ შემდეგ უფრო გასქელდება და აღარ მოგეკრობათ,
ამიტომ სჯობს 600 გ. დაამატოთ და შემდეგ გაბრტყელებისას გამოიყენოთ დამატებით ფქვილი რაც დაგჭირდებათ.
ცომისგან გააკეთეთ 10 გუნდა, დადეთ ფქვილმოყრილ თეფშზე, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედეთ მაცივარში 1
საათით.
შემდეგ თითოეული გუნდა გააბრტყელეთ 2-3 მმ-ის სისქეზე, ამოჭერით 30 სმ. დიამეტრის რგოლები. ის ცომი რაც დაგრჩებათ
შეინახეთ მოსაყრელი ფირფიტისთვის. (! უმჯობესია გუნდები იმავე საცხობ ქაღალდზე გააბრტყელოთ, რომლითაც გამოაცხობთ
ფირფიტას, გამომცხვარს კი ძალიან მარტივად გადმოიღებთ ქაღალდიდან).
ფირფიტები კარგად დაჩხვლიტეთ ჩანგლით, შედგით 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 5 წუთი.
გამომცხვარი ფირფიტა ცხელივე გადმოიღეთ ქაღალდიდან, ასევე გამოაცხვეთ სხვა ფირფიტებიც.
რგოლების ამოჭრის შემდეგ დარჩენილი ნაწილებიც გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ მე-11 ფირფიტა, რომელიც შემდეგ უნდა
დაფხვნათ და ნამცხვარს თავზე და გვერდებზე მოაყაროთ.