Go Back

კრემ-ყველის ტრიუფელები

Ingredients

  • 150 კრემ ყველი ოთახის ტემპერატურის
  • 1.5 ჭიქა შაქრის პუდრა
  • 250 შოკოლადი
  • 2 შაქრიანი ვანილი
  • 2 ს.კ. კაკაო
  • 1/2 ჭიქა ნიგოზი

Instructions 

  • ნიგოზი დააბლენდერეთ, მაგრამ ძალიან ნუ დააქუცმაცებთ, ისეთი ზომის უნდ იყოს, რომ ტრიუფელები ამოავლოთ.
  • კრემ-ყველი მიქსერით, დაბალი სიჩქარით, გათქვიფეთ, 10 წამი საკმარისია, შემდეგ ნახევარ-ნახევარ ჭიქებად დაუმატეთ შაქრის პუდრა და თქვიფეთ დაბალი სიჩქარით.
  • შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, ცოტა შეაგრილეთ და დაუმატეთ კრემ-ყველის მასას, ვანილინიც დაუმატეთ და კარგად ამოურიეთ.
  • მიღებული მასა შედგით მაცივარში 1 საათით გასამაგრებლად.
  • ამ დროში მასა გამაგრდება, გააკეთეთ სასურველი ზომის ბურთები და ნაწილი ამოვლეთ კაკაოში, ნაწილი კი ნიგოზში.
    გემრიელად მიირთვით!
Course: დესერტი, ცხობისგარეშე
Keyword: chocolate, truffles