Go Back

ქოქოსის ნამცხვარი

Servings 12

Equipment

  • 28 სმ დიამეტრის ფორმა

Ingredients

  • 6 კვერცხის ცილა
  • 1 ჭიქა რძე (240 მლ)
  • 1 3/4 ჭიქა შაქარი (350 გ)
  • 2 1/4 ჭიქა ფქვილი (270 გ)
  • 185 კარაქი დარბილებული
  • 4 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 2 შაქრიანი ვანილი
  • 85 ქოქოსის ფანტელები
  • 1 ჩ.კ. მარილი

კრემი

  • 1.5 ჭიქა რძე (370 მლ)
  • 4 კვერცხის გული
  • 1/3 ჭიქა შაქარი (65 გ)
  • 3 ს.კ. სიმინდის სახამებელი
  • 3/4 ჭიქა ნაღები 35% ცხიმიანობის (180 მლ)
  • 2 შაქრიანი ვანილი
  • 3-4 ს.კ. ქოქოსის ფანტელები

Instructions 

  • ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხის ცილა, რძე და ვანილი ერთად გათქვიფეთ. ოდნავ უნდა შეურიოთ უბრალოდ, ბეზეს ამოყვანა არაა საჭირო.
  • ცალკე ჯამში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი, შაქარი და მარილი, კარგად აურიეთ.
  • კარაქი დაჭერით პატარა კუბიკებად და დაუმატეთ ფქვილიან მასას, ჯერ სილიკონის ნიჩბით შეეცადეთ რომ შეურიოთ ერთმანეთს, შემდეგ კი მიქსერის დახმარებით.
  • როცა კარაქი და ფქვილი ერთმანეთს კარგად შეერევა, დაუმატეთ რძიანი მასის ნახევარი, ათქვიფეთ და შემდეგ დარჩენილი მეორე ნახევარიც შეათქვიფეთ.
  • მიღებულ ცომს დაუმატეთ ქოქოსის ფანტელები, ამოურიეთ და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში, რომელსაც წინასწარ იმავე დიამეტრის საცხობი ქაღალდი უნდა ჩაუფინოთ, მასზე კი კარაქი ან ზეთი წაუსვათ.
  • ფორმა შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 45-50 წთ. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, ბისკვიტი მზადაა. ბისკვიტი 10 წუთით ფორმაში გააციეთ, შემდეგ კი ამოიღეთ და მოაშორეთ საცხობი ქაღალდი.
  • კრემის მოსამზადებლად უმჯობესია გამოიყენოთ 3/4 ჩ.ჭ. ქოქოსის და 3/4 ჩ.ჭ. ძროხის რძე, მე ქოქოსის რძე არ მქონდა და ამიტომ მის მაგივრადაც ძროხის რძე გამოვიყენე.
    ქვაბში ჩაასხით რძე და დადგით საშუალო ცეცხლზე გასაცხელებლად.
  • ცალკე ჯამში კვერცხის გულებს შეურიეთ შაქარი და სიმინდის სახამებელი, როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ, ნელ-ნელა შეურიეთ ცხელი რძე, ბოლოს მიღებული მასა დააბრუნეთ ქვაბში, დადგით ცეცხლზე და ურიეთ განუწყვეტლივ. კრემი რომ გასქელდება და წამოდუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.
  • ცალკე ათქვიფეთ ცივი ნაღები, შეათქვიფეთ ვანილიც.
    ოთახის ტემპერატურადე გაციებული მოხარშული კრემი ჯერ ცალკე გათქვიფეთ, შემდეგ კი კოვზით ან სილიკონის ნიჩბით შეურიეთ ათქვეფილ ნაღების კრემს. დაუმატეთ ქოქოსის ფანტელიც.
  • ბისკვიტი გაჭერით სამ ნაწილად, თითოეულ ფენას წაუსვით კრემი, ასევე გვერდებსაც. ზემოდანაც შეგიძლიათ მოაყაროთ ქოქოსის ფანტელი.
    გემრიელად მიირთვით!
Course: დესერტი
Keyword: basquecheesecake, coconut