250 მლ გაწურული მაწონი გამოდის 400 მლ ჩვეულებრივი მაწონისგან, მაწონი უნდა მოათავსოთ საწურზე ან რამდენიმე ფენა მარლაში და ასე გააჩეროთ რამდენიმე საათი, უმჯობესია თუ მთელ ღამეს გააჩერებთ.
ნახევარი კიტრი გაჭერით სიგრძეზე, კოვზის დახმარებით ამოაცალეთ გული, რადგან ზედმეტი სითხე არ გვჭირდება. წვრილ სახეხზე გახეხეთ, შემდეგ გადაიტანეთ საწურზე, რათა ზედმეტი სითხისგან დაიწრიტოს.