გამომცხვარი ქათმის ბარკლები დიჟონის მდოგვითა და ლიმონით
Total Time 4 hourshours
Servings 16
Ingredients
2კგქათმის ბარკლები
60მლმცენარეული ზეთი
4კბილი ნიორი
1/3კონაოხრახუში
3ს.კ.ლიმონის წვენი
2ს.კ.დიჟონის მდოგვი
1ს.კ.მარილი
1/2ჩ.კ.შავი პილპილი
Instructions
ქათმის ბარკალი და ბარკლის ძირი განაცალკევეთ, ბარკლის ძირიც გაჭერით 2 ან 3 ნაწილად.
თასში ერთმანეთს შეურიეთ ზეთი, დიჟონის მდოგვი, ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ნიორი და ოხრახუში, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. ეს მასა მოასხით ქათმის ბარკლის ნაჭრებს, ხელით ამოურიეთ ისე, რომ მარინადი ყველა ნაჭერზე თანაბრად განაწილდეს.
გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და გააჩერეთ მაცივარში მინიმუმ 3 საათი.
საცხობ ფორმაზე წაუსვით ცოტა ზეთი, გადაიტანეთ ქათმის ნაჭრები და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. აცხვეთ 25 წუთი, შემდეგ ამოაბრუნეთ და კიდევ 25 წუთი აცხვეთ.გემრიელად მიირთვით!